,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/2512
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 30/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111130017, 30/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016128
  • Word
1-1/2512
30/11/2011
ვებგვერდი, 111130017, 30/11/2011
040030000.22.024.016128
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2512

2011 წლის  30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში (ვებ პორტალი, 10415023, 15.04.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომსახურების სახეები და საფასურის განაკვეთებია:

ა) განსაზღვრულ ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 100 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 70 ლარი;

ბ) განსაზღვრულ ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – მომსახურების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 70 ლარი;

გ) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ECMT კვოტების სისტემაში განსახორციელებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

გ.ა) იმ ქვეყნებში, რომლებისთვისაც არ არის დაწესებული კვოტების შეზღუდვები – კვოტის მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 70 ლარი;

გ.ბ) იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც დაწესებულია კვოტების შეზღუდვა – ამ მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაკვეთზე დამატებით 35 ლარი კვოტის მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე;

დ) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

დ.ა) საქართველოს საზღვრიდან 100 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 400 ლარი;

დ.ბ) საქართველოს საზღვრიდან 100-დან 1000 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 2000 ლარი;

დ.გ) საქართველოს საზღვრიდან 1000 კმ-ზე მეტი სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 3000 ლარი;

ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – თითოეულ ქვეყანაზე 70 ლარი.

ვ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დაჩქარებული მომსახურებისათვის – 1 სამუშაო დღეში გაცემისას – 20 ლარი;

ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვის გაცემა – 100 ლარი;

თ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემა – 100 ლარი;      

ი) სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 60 ლარი;

კ) სატვირთო ავტომობილის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT -ს სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 200 ლარი;

ლ) მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT -ს სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 100 ლარი;

მ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშის ბლანკების დამზადებასა და ტესტირების ცენტრებისათვის გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის –1 ცალზე – 2.0 ლარი;

ნ) განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 70 ლარი;

ო) სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემასთან დაკავშირებული დაჩქარებული მომსახურებისათვის – 1 სამუშაო დღეში გაცემისას – 10 ლარი;

პ) დაშვების მოწმობის და სერტიფიკატის დუბლიკატების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 10 ლარი.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონით დაწესებული საფასური, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით დადგენილი საფასური გადაიხდება მომსახურების გაწევაზე სააგენტოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში, ამავე პუნქტის „ზ” და „თ” ქვეპუნქტებით დადგენილი საფასური გადაიხდება, სააგენტოს საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ საოქმო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი მომსახურების სახეებზე საფასური გადაიხდება წინასწარ, მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.”.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთს შორის. საფასურის გადამხდელის მოთხოვნით, სააგენტო უფლებამოსილია ზედმეტად, ან წინასწარ გადახდილი თანხა ჩათვალოს სხვა მომსახურების ანგარიშში.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ქობალია