დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის N17 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111130011, 30/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016016 |
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №15
2011 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №17 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №11, 08.07.2010 წ., მუხლი №25) დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტროს სისტემაში შემავალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი;“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედების დღიდან.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი თ. კვარაცხელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები