დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111130010, 30/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016015 |
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №14
2011 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №15, 15.10.2009წ., მუხლი 29) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის 17ა.’’.
2. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ქვეპუნქტი:
,,ე1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება;”.
3. დებულების მე-4 მუხლის ,,გ’’ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოსადმი ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით მიმართვის ვალდებულება;’’.
4. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. დეპარტამენტი მოვალეა:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის და ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) შეასრულოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებები
და განკარგულებები;
გ) უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა და მითითებათა შესრულება;
დ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დამატებითი ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა საკითხების თაობაზე.“.
5. დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.გ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი მიმართვას;“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი თ. კვარაცხელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები