დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/11/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111129009, 05/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 11/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 040170070.35.169.016065
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31
28/11/2011
ვებგვერდი, 111129009, 05/12/2011
040170070.35.169.016065
დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/12/2011 - 05/02/2015)

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2011 წლის 28 ნოემბერი

ქ. დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. განისაზღვროს დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:

 ა) ქ. დედლისწყაროს ტერიტორიაზე – 1კვ. მეტრისათვის – 0,14 ლარი;

 ბ) სოფლებში 1კვ. მეტრისათვის – 0,07 ლარი;

 გ) დასახლებათა შორის არეალებში 1კვ. მეტრისათვის – 0,035 ლარი;

 დ) დასახლებათა შორის არეალში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) 1კვ. მეტრისათვის – 0,087 ლარი;

 ე) უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებ ობის გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ღირებულების 7%-ის ოდენობით.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, ჰ. გონაშვილის ქ.№2), უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                  ლ. ბაღაშვილი