დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების (კადეტების) სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 927 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111129003, 29/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260010.22.026.016092 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №927
2011 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების (კადეტების) სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების (კადეტების) სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №33 ბრძანებით (სსმ III, 10.02.2006, №19, მუხ.234) დამტკიცებულ №1 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და №1/7 ნორმის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. ფორმის გაცემასთან ერთად გაიცემა შესაბამისი ატრიბუტიკა (ინსიგნიები).
2. შეკრებაზე მყოფ რეზერვისტთა სანივთე ქონება შეკრების დასრულების შემდეგ ბარდება შესაბამის ქვედანაყოფებს ან რეზერვისტს, ხელწერილის საფუძველზე, შემდეგი პირობების დაცვით:
ა) რეზერვისტი ვალდებულია სანივთე ქონება შეინახოს სათანადო პირობებში;
ბ) არ მოახდინოს მისი დაკარგვა, დაზიანება, არადანიშნულებისამებრ გამოყენება ან მესამე პირისათვის გადაცემა;
გ) სანივთე ქონება გამოიყენოს მხოლოდ რეზერვისტების შეკრებებზე ან იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დაკავშირებულია რეზერვისტთა მოვალეობის შესრულებასთან;
დ) რეზერვისტს ეკისრება პასუხისმგებლობა (მათ შორის, ზიანის ანაზღაურების – საწყისი საბალანსო ღირებულების ოდენობით) მასზე მიბარებული სანივთე ქონების დაკარგვის, დაზიანების, არადანიშნულებისამებრ გამოყენების ან მესამე პირისათვის გადაცემის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. პირი ვალდებულია დააბრუნოს მისთვის გადაცემული სანივთე ქონება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, ან თუ აღარ დაექვემდებარება სარეზერვო სამსახურს“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 21 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები