დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 807 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/03/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 31/03/2001 |
ძალაში შესვლის თარიღი | 14/04/2001 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.000.896 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 27-ე მუხლის მე-10 ნაწილში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო“.
2. 64-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს წყაროდან“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოში არსებული წყაროდან“.
3. 88-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. ამ კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ფილიალები და სხვა განცალკევებული ქვედანაყოფები ამ მუხლის მიზნებისათვის არიან დამოუკიდებელი პირები და მათზე ვრცელდება ამავე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები.“.
4. 91-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „პერიოდის მომდევნო საანგარიშო პერიოდის დასაწყისიდან“ შეიცვალოს სიტყვით „მომენტიდან“.
5. 94-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რეგისტრაცია ძალაში შედის საგადასახადო ორგანოში პირის მიერ რეგისტრაციისათვის განცხადების წარდგენის დღიდან.“.
6. 95-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „ამ ნაწილში აღნიშნული ვადები არ გაითვალისწინება დღგ-ის გადამხდელთა სავალდებულო რეგისტრაციისათვის დადგენილი ლიმიტის გაზრდის შემთხვევაში.“.
7. 96-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საბრუნავი (მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული) ტარის ღირებულება გადასახადით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება. თუ საბრუნავი ტარა საქონლის მიწოდებიდან 90 დღის განმავლობაში არ დაბრუნდა, იგი ჩაითვლება რეალიზებულად და დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.
8. 99-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილში სიტყვები „მყიდველთან იზრდება დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო გამყიდველთან – მცირდება, ან პირიქით.“ შეიცვალოს სიტყვებით „გამყიდველთან მცირდება ან იზრდება დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო მყიდველთან შესაბამისად იზრდება ან მცირდება შეძენილი საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება დღგ-ისა და აქციზის გარეშე.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„4. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება და ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემებთან ერთად შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი, სერია, თარიღი, რომელშიც ხდება კორექტირება;
ბ) კორექტირების სახე;
გ) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება დღგ-ისა და აქციზის გარეშე გამყიდველისათვის კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ.
5. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად, რომლის პირველი და მესამე პირები წარედგინება მყიდველს, ხოლო მეორე და მეოთხე პირები რჩება გამყიდველს. ამასთან, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მეოთხე პირს გამყიდველი წარუდგენს საგადასახადო ორგანოებს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად, ხოლო მესამე პირს მყიდველი წარუდგენს საგადასახადო ორგანოებს თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით.“.
9. 114-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „101-ე მუხლის“.
10. 115-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „საგადასახადო ჩათვლის მისაღებად.“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „მყიდველი და გამყიდველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს წარუდგენენ საგადასახადო ორგანოებს ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“.
11. 116-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-3 ნაწილში სიტყვები „და მეორე ნაწილები“ შეიცვალოს სიტყვით „ნაწილი“.
12. 123-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ფილიალები და სხვა განცალკევებული ქვედანაყოფები ამ კარის მიზნებისათვის არიან დამოუკიდებელი პირები.“.
13. 130-ე მუხლის ცხრილიდან ამოღებულ იქნეს მე-16 გრაფა.
14. 131-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
15. 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 135. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
აქციზური საქონლის რეალიზაციისას აქციზის გადამხდელი ვალდებულია საქონლის მიმღებს გამოუწეროს და გადასცეს ამ კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.“.
16. 143-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ. ამ კოდექსის VII კარით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.“.
17. 185-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ. ამ კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ფილიალები და სხვა განცალკევებული ქვედანაყოფები ამ კარის მიზნებისათვის არიან დამოუკიდებელი პირები.“.
18. 192-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 192. გადასახადის გადამხდელები გადასახადის გადამხდელები არიან:
ა) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას, გარდა 193-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ბუნებრივი რესურსებისა;
ბ) 193-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ აღნიშნული რესურსების გარემოდან ამოღებას;
გ) ამ კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ფილიალები და სხვა განცალკევებული ქვედანაყოფები ამ კარის მიზნებისათვის არიან დამოუკიდებელი პირები.“.
19. 195-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „ცხოველმოქმედი“ შეიცვალოს სიტყვით „ცხოველქმედების“.
20. 197-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და მას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:
„2. ამ კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ფილიალები და სხვა განცალკევებული ქვედანაყოფები ამ კარის მიზნებისათვის არიან დამოუკიდებელი პირები.“.
21. 198-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „მე-2-3 ნაწილებში“ შეიცვალოს სიტყვებით „მე-2 ნაწილში“.
22. 202-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის წარმოებასა და მიწოდებას გადასახადს იხდიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, რისთვისაც საგადასახადო ორგანოებს ამავე ვადებში წარუდგენენ დეკლარაციას.“.
23. 227-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე. სოციალური გადასახადი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;“.
24. 237-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვის „მოითხოვოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ზედმეტად“;
25. 239-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:
„2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტების კუთვნილ გადასახადებს (გარდა მოგების გადასახადისა) გადასახადის გადამხდელი იხდის დამოუკიდებელი ბალანსისა და ანგარიშსწორების ანგარიშის არმქონე ფილიალებისა და სხვა განცალკევებული ქვედანაყოფების ადგილმდებარეობის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში. გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
26. 254-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შემცირება დიდი ოდენობითაა, მაშინ გადასახადის გადამხდელი ჯარიმდება შემცირებული თანხის 50 პროცენტით, ხოლო თუ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 100 პროცენტით.
3. გადასახადის დიდი ოდენობით შემცირებად ითვლება, როცა იგი 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდეა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემცირებად – 10 000 ლარზე მეტი, თუ მოცემული თანხები დეკლარაციაში აღნიშნული გადასახადის 25 პროცენტზე მეტია.“.
27. 260-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საგადასახადო ორგანოებია საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საგადასახადო ინსპექციები, მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია, საოლქო, ზონალური და რაიონული ინსპექციები, აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო.“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვების „სტატუსის მქონე საგადასახადო“ და „უზრუნველყოფს საგადასახადო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საბაჟო“.
28. 2701 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონში სამსახურის გავლის წესი და სოციალური გარანტიები რეგულირდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
29. 273-ე მუხლის 21-ე ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „ამასთან, ინდივიდუალური მეწარმის (საწარმოს) მიერ წლის განმავლობაში გადახდილი პრეზუმფციული გადასახადი წლის ბოლოს წარმოდგენილი წლიური დეკლარაციის შედეგების მიხედვით შემცირებას არ ექვემდებარება.“, ხოლო 22-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.
30. კოდექსის 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43-ე და 44-ე ნაწილები:
„43. დაევალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2001 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის წესი.
44. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2001 წლის 1 ივლისიდან.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 16 მარტი.
№807_IIს
დოკუმენტის კომენტარები