„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის №114 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 344
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 22/11/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111128033, 01/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040110030.33.058.016023
  • Word
344
22/11/2011
ვებგვერდი, 111128033, 01/12/2011
040110030.33.058.016023
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის №114 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის №114 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის

მინისტრის

ბრძანება №344

2011 წლის 22 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის №114 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტო­­ნომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვი­­­­სებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკ­რულებების ფორ­მების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკო­ნომიკის მინისტრის 2011 წლის       3 ივნისის №114 ბრძანებაში (სსმ, ვებპორტალი, 10/06/2011) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებით დამტკიცებული №7 (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქ­ცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატი­ზე­ბისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა) და №8 (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქ­ცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზე­ბი­სას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა) დანართები ჩამო­ყა­ლიბდეს თანდართული რე­დაქ­ციით.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

. ბოლქვაძე

დანართი №7

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა

201 წლის ––––––––––––––––,                                                                         საქართველო,

წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––, წარმოდგენილი–––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––– სახით, მოქმედი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(უფლებამოსილების

დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს ––––––––––––––––––––––––––––––––––––– (შემდგომში – მყიდველი), წარმოდგენილი ––––––––––––––––––––––––(პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––(უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის,

თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:

1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება

1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ წილ(ებ)ს/აქცი(ებ)ს (შემდგომში – ქონება) –––––––––––––––––––––––––– (ქონების აღწერილობა).

1.2. მყიდველი, გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ––––––––– (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:

 ბანკი ––––––––––––––––––––

 საბანკო კოდი: ––––––––––––––––––––––––

 საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: ––––––––––––––––

1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.

1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს –––––––– (ხელშეკრულების გაფორმებიდან) –––– კალენდარული დღის ვადაში.

1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

2.1. მყიდველი ვალდებულია:

2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

2.1.2. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 2.1.4. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და თარიღი.

2.1.5. საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი წარმოადგინოს ––– (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) –––  კალენდარული დღის ვადაში.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2.2. მყიდველს უფლება აქვს:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2.3. გამყიდველი ვალდებულია:

2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.

2.4. გამყიდველს უფლება აქვს:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები

 3.1. ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს ვალდებულებები, მათ შორის, საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.

3.2. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.

3.3. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული, წინამდებარე ხელშეკრულებით წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

3.4. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1.2 პუნქტში მითითებულ საპრივატიზებო საფასურის ანგარიშზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი.

4. მხარეთა პასუხისმგებლობა

4.1. ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

4.2.1. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4.2.2. საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4.2.3. ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4.3. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) გაუქმების საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები.

4.4. 4.3. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.

4.5. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში – უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში.

5. ფორსმაჟორი

5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორსმაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.

5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც, ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.

5.3. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.

5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.

5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორსმაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.

6. შეტყობინებები და ენა

6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია –––– ენაზე. ხელმოწერილია –––– ეგზემპლარად.

6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით –––––– ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.

გამყიდველის შეტყობინების მონაცემები

მიმღები მხარე :

იურიდიული მისამართი

ტელეფონი:

–––––––––––––––

ფაქსი:

მყიდველის შეტყობინების მონაცემები

მიმღები მხარე:

იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:

ტელეფონი

–––––––––––––

ფაქსი:

 6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.

6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.

7. დავების გადაწყვეტა

 7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში სადავო საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8. ცვლილებები და დამატებები

8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.

გამყიდველი                                                                                 მყიდველი

დანართი №8

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ის/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა

201 წლის ––––––––––––––––,                                                                         საქართველო,

წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––, წარმოდგენილი–––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––– სახით, მოქმედი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(უფლებამოსილების

დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს ––––––––––––––––––––––––––––––––––––– (შემდგომში – მყიდველი), წარმოდგენილი ––––––––––––––––––––––––(პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის,

თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:

1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება

 1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში წილ(ებ)ს/აქცი(ებ)ს (შემდგომში – ქონება) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების აღწერილობა).

 1.2. მყიდველი, გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ––––––––– (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:

 ბანკი ––––––––––––––––––––

 საბანკო კოდი: ––––––––––––––––––––––––

 საპრივატიზებო საფასურისათვის ანგარიშის ნომერი: ––––––––––––––––

 1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიებო შემოსულობის ნაწილად.

 1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს ––––

(ხელშეკრულების გაფორმებიდან) შემდეგ ვადაში: –––– ––––––––––––––––

 1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

2.1. მყიდველი ვალდებულია:

2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

2.1.2. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველის მოთხოვნისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს მოთხოვნის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღისა.

2.1.4 საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და თარიღი.

2.1.5 საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი წარმოადგინოს –––––––– (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) –––– კალენდარული დღის ვადაში.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 2.2. მყიდველს უფლება აქვს:

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––.

 2.3. გამყიდველი ვალდებულია:

 2.3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.

2.4. გამყიდველს უფლება აქვს:

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები

3.1. ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.

3.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1.2 პუნქტში მითითებულ საპრივატიზებო საფასურის ანგარიშზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი.

3.3. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.

3.4. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული, წინამდებარე ხელშეკრულებით წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ხელშეკრულების შეწყვეტა

4.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გაწეული დანახარჯები.

4.2. ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, გამყიდელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.

4.3. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

5. ფორსმაჟორი

5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორსმაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.

5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც, ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.

5.3. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.

5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.

5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორსმაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.

6. შეტყობინებები და ენა

6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია –––––– ენაზე. ხელმოწერილია ––––––

 ეგზემპლარად.

6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით –––––––––– ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.

გამყიდველის შეტყობინების მონაცემები

მიმღები მხარე :

იურიდიული მისამართი

ტელეფონი:

–––––––––––––––

ფაქსი:

მყიდველის შეტყობინების მონაცემები

მიმღები მხარე:

იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:

ტელეფონი

–––––––––––––

ფაქსი:

 6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.

6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.

7. დავების გადაწყვეტა

 7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში სადავო საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8. ცვლილებები და დამატებები

8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.

გამყიდველი                                                                                 მყიდველი