დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის სესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 803 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/03/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 27/03/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.05.001.000.895 |
საქართველოს კანონი
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.“.
2. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „უფროსის ერთ-ერთი მოადგილე უფროსის დავალებით ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 14 მარტი.
№803–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები