განჩინება შპს ,,ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს ,,ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/8514-2010
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 14/11/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111128018, 28/11/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/8514-2010
14/11/2011
ვებგვერდი, 111128018, 28/11/2011
განჩინება შპს ,,ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 2011 წლის 14 ნოემბერი          

 ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიის“ გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ,

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

  2011 წლის 11 ნოემბერს შპს ,,ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიის“ გაკოტრების მმართველმა ვლადიმერ სალაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ იმაზე მითითებით, რომ სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით ორჯერ გამოცხადებულ იქნა აუქციონი, მაგრამ მონაწილეობა აუქციონში არავის მიუღია. გაკოტრების მმართველი ითხოვს მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება სამურვეო ქონების განაწილების საკითხის გადაწყვეტის და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების მიზნით.

 გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის, სამეურვეო ქონების განაწილებისა და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ დღის წესრიგით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიას“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. გაკოტრების მმართველის ანგარიშის წარდგენა. 

 1.2. სამეურვეო ქონების განაწილება.

 1.3 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 30 ნოემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს შპს ,,ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება, განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

    მოსამართლე      ლ. ქოჩიაშვილი