დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საპარლამენტო მდივნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 801 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/03/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 27/03/2001 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.190.000.05.001.000.894 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
ამ კანონის მიზანია ხელი შეუწყოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას კანონშემოქმედებით სფეროში და საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის, როგორც კონსტიტუციური უფლებამოსილების, შეუფერხებელ განხორციელებას.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი არეგულირებს საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობას კანონშემოქმედებით სფეროში.
მუხლი 3. კანონის სამართლებრივი საფუძვლები
ამ კანონის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 4. საპარლამენტო მდივნის ცნება
1. საპარლამენტო მდივანი არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ურთიერთობას კანონშემოქმედებით სფეროში და ხელს უწყობს ნორმატიული აქტების აღსრულებას.
2. საპარლამენტო მდივანი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 5. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
1. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი უზრუნველყოფს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას პარლამენტში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა კანონშემოქმედებით საქმიანობას.
2. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის წინაშე.
მუხლი 6. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ფუნქციები
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ფუნქციებია:
ა) პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ურთიერთშეთანხმებული საქმიანობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით სფეროში;
ბ) პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება ქვეყანაში ქმედითი საკანონმდებლო ბაზის შექმნის საკითხებზე;
გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა კანონშემოქმედებითი საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;
დ) ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით გათვალისწინებული სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა.
საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2548 - სსმ I, № 22 , 08.08. 2003 წ., მუხ. 166
მუხლი 7. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის უფლებამოსილებანი
1. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტის სახელით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს:
ა) კონსტიტუციურ კანონთა პროექტებს საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ;
ბ) პრეზიდენტის მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირებისათვის;
გ) პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტებს;
დ) პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს;
ე) პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის შესახებ;
ვ) საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტებს;
ზ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებულ იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელთა პარლამენტისათვის წარდგენა პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება;
თ) სათანადო დოკუმენტებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან მათი დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებისთვის პარლამენტის თანხმობის მისაღებად.
2. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მონაწილეობს კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის პროცესში, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში, ბიუროსა და პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვაში, აგრეთვე პარლამენტის ბიუროს სხდომებში, ორგანიზებას უწევს პარლამენტთან პრეზიდენტის იმ ურთიერთობებს, რომლებიც არ განეკუთვნება კანონშემოქმედებას.
3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აკონტროლებს:
ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვასა და წარმართვას;
ბ) კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შესრულებას;
გ) პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების გამოქვეყნებას.
4. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტის თანხმობით გამოითხოვს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მის მიღებამდე, ან პარლამენტში პრეზიდენტის მიერ შეტანილ სხვა საკითხს.
5. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებსაც.
მუხლი 8. აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულების საპარლამენტო მდივანი
1. აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულების) საპარლამენტო მდივანი არის ამ დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს დაწესებულების კანონშემოქმედებით საქმიანობას და ორგანიზებას უწევს პარლამენტთან დაწესებულების ურთიერთობას.
2. დაწესებულების საპარლამენტო მდივნის ფუნქციას ასრულებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 9. დაწესებულების საპარლამენტო მდივნის უფლებამოსილებანი
დაწესებულების საპარლამენტო მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს დაწესებულების კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვას და უზრუნველყოფს შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან;
ბ) აყენებს დაწესებულების კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხს;
გ) კოორდინაციას უწევს დაწესებულების კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტას;
დ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეული კანონპროექტის მომზადების, განხილვის ან შეთანხმების მიზნით უზრუნველყოფს დაინტერესებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან კომისიის შექმნას და მის საქმიანობას;
ე) თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, იღებს კონსულტაციებს დარგში საკანონმდებლო პროცესის შემდგომი განვითარების საკითხებზე, აწვდის მას ინფორმაციას ამ დარგის საკანონმდებლო ბაზისა და პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესრულების მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე დაწესებულების სხვა საქმიანობის თაობაზე;
ვ) აკონტროლებს საქართველოს პარლამენტიდან შემოსულ პეტიციებზე, საჩივრებსა და განცხადებებზე რეაგირების მდგომარეობას.
1. ამ კანონით დასახული მიზნებისა და კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად დაწესებულებათა საპარლამენტო მდივნების საქმიანობას კოორდინაციას უწევს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად:
ა) დაწესებულებათა საპარლამენტო მდივნებს აძლევს რეკომენდაციებს კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ბ) ხელს უწყობს დაწესებულებათა საპარლამენტო მდივნების მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციებისა და პლენარულ სხდომებში;
გ) საჭიროების შემთხვევაში ისმენს ინფორმაციას დაწესებულებათა საპარლამენტო მდივნების საქმიანობის შესახებ.
3. დაწესებულებათა საპარლამენტო მდივნები საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს აწვდიან ინფორმაციას შესაბამისი დაწესებულების კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
თავი III. საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფის სამსახური
მუხლი 11. საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენცია
საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფის სამსახური კოორდინაციას უწევს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ურთიერთობას კანონშემოქმედებით სფეროში და ხელს უწყობს საპარლამენტო მდივნისათვის ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
1. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. სამსახურის ფუნქციები, უფლებამოსილებანი და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სამსახური არის საქართველოს პრეზიდენტისადმი დაქვემდებარებული ორგანო სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურაში. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასკვნას ცალკეულ კანონპროექტზე ხელმოწერის მიზანშეწონილობის შესახებ;
ბ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის ამზადებს დასკვნებს ანგარიშვალდებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტების გაუქმების აუცილებლობის შესახებ და ცალკეულ საკითხზე შეიმუშავებს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტს;
დ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების პროექტებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ;
ე) საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად ამზადებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, აგრეთვე სათანადო დოკუმენტებს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან მათი დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებისთვის პარლამენტის თანხმობის მისაღებად;
ვ) ახორციელებს მისთვის დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13. დაწესებულების პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური
დაწესებულების საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება დაწესებულების პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური. სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
მუხლი 14. დაწესებულების საპარლამენტო მდივნის პასუხისმგებლობა
დაწესებულების საპარლამენტო მდივნის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე აყენებს დაწესებულების საპარლამენტო მდივნის პასუხისმგებლობის საკითხს.
საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2548 - სსმ I, № 22 , 08.08. 2003 წ., მუხ. 166
მუხლი 141. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობრივი სარგო
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობრივი სარგო არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასის 80 პროცენტზე ნაკლები. მას აგრეთვე მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატები.
საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2548 - სსმ I, № 22 , 08.08. 2003 წ., მუხ. 166
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილისა და საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივი სარგო, მათი თანამდებობრივი მდგომარეობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, არ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობრივი სარგოს 60 პროცენტზე ნაკლები და 90 პროცენტზე მეტი. მათ აგრეთვე მიეცემათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატები.
საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2548 - სსმ I, № 22 , 08.08. 2003 წ., მუხ. 166
მუხლი 143. თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრა
ამ კანონის 141 და 142 მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2548 - სსმ I, № 22 , 08.08. 2003 წ., მუხ. 166
თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 15. გარდამავალი დებულება
1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში დაწესებულებებმა უზრუნველყონ ამ კანონის მე-12 და მე-13 მუხლებით განსაზღვრული პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურების შექმნა თავიანთი საშტატო ერთეულების ხარჯზე, აგრეთვე მათი დებულებების შემუშავება და დამტკიცება.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონის 143 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი გამოსცეს 2003 წლის 15 აგვისტომდე.
საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2548 - სსმ I, № 22 , 08.08. 2003 წ., მუხ. 166
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 14 მარტი.
№801–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2548 - სსმ I, № 22 , 08.08. 2003 წ., მუხ. 166
2. ძალადაკარგულია - საქართველოს 200 4 წლის 2 4 ივნის ის კანონი № 246 - სსმ I, № 19 , 15.07. 200 4 წ., მუხ. 85
დოკუმენტის კომენტარები