„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 590
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111125018, 28/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016273
  • Word
590
25/11/2011
ვებგვერდი, 111125018, 28/11/2011
200090000.22.033.016273
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 590

2011 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანები (სსმ III, №172, 31.12.2010, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის 70-ე მუხლში შეტანი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 3. წერილობითი ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე ბარდება/ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ელექტრონული ფორმით ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ბარდება/ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

4. ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს, თუ იგი ესწრება მის შედგენას. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას. თუ სამართალდამრღვევი პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, უფლებამოსილი პირის მიერ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.“.

2 . მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6 . თუ ჯარიმის დარიცხვისთვის (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისა) საჭიროა გაანგარიშება, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ ი პირი ადგ ნს ცნობა ჯარიმის თანხის გამოანგარიშების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის სანქციის შეფარდების საკითხი გადავეტისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ ი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება საქონლის რაოდენობის/სატარიფო ღირებულების/საქონლის მიმართ სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით.“.

3. მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 8. ოქმს ხელს აწერენ: ოქმის შემდგენელი პირი (გარდა ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმისა), სამართალდამრღვევი ან მისი წარმომადგენელი (თუ ისინი ესწრებიან ოქმის შედგენას) , აგრეთვე მოწმეები მათი არსებობის შემთხვევაში. ელექტრონული ფორმით შედგენილ ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა შესაძლებელია განხორციელდეს ტექნიკური ს შუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით, რომელიც არის მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე. ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმი ელექტრონულად ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს. დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმის ამობეჭდვა და გაგზავნა სამართალდამრღვევი პირისათვის. თუ სამართალდამრღვევი პირი ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი ამოიბეჭდება და ბარდება მას.“.

5. მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. წერილობითი ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად და ჩამოიწერება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 8 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

დ. გვინდაძე