„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 436
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111125014, 25/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016596
  • Word
436
18/11/2011
ვებგვერდი, 111125014, 25/11/2011
470230000.10.003.016596
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 436

2011 წლის 18 ნოემბერი

. თბილისი

2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 17/02/ 2011) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამებში შეანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ თავს (ზოგადი  დებულებები) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

     „მუხლი 11. პროგრამების მოსარგებლეები

1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მოსარგებლეები განსაზღვრულია დანართების შესაბამისად.

2. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიზნებისთვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება როგორც საქართველოს მოქალაქეობის დამდასტურებელი დოკუმენტის, ისე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი.“.

2. №16 დანართის (გულის ქირურგია) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,607.9 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული მკურნალობა – 3,684.6  ათასი ლარით;

ბ) გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობა – 3,036.3 ათასი ლარით;

გ) კორონარული ანგიოპლასტიკა – 887.0 ათასი ლარით.“.

3. №25 დანართის (ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება) მე‑2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში არსებულ საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული პირები.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                     ნ. გილაური