დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 432 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111125010, 25/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.016592 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №432
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“ (დანართი №2) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ სერვისების განმახორციელებელ პირებს, რომელთა ლიცენზიის მოწმობა, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტომატურად გადაიცვალა სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მოწმობაზე, ანდა ამ დებულების 31 მუხლის შესაბამისად წარმოადგენს ახალ მფლობელს, ახალი სანებართვო რეჟიმით დადგენილი განსხვავებული პირობების დასაკმაყოფილებლად განესაზღვროთ ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე, თუ სამედიცინო საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) და ამ ქონების შემძენს (ინვესტორს) შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ახალი სანებართვო რეჟიმით დადგენილი განსხვავებული პირობების დაკმაყოფილებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები ასევე ვრცელდება მესამე პირზე, რომელიც უფლებამოსილია ინვესტორის ნაცვლად განახორციელოს სამედიცინო საქმიანობა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები