„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 431
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111125009, 25/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.016591
  • Word
431
18/11/2011
ვებგვერდი, 111125009, 25/11/2011
280120000.10.003.016591
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №431

2011 წლის 18 ნოემბერი

. თბილისი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში (სსმ, 28.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის (სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა) მე‑3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამისა და მისი ქვეპროგრამების (კომპონენტების) ბიუჯეტი განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

„№

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის

2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამები (კომპონენტები)

ბიუჯეტი (ლარობით)

1

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

 

1,650,000

2

მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

250,000

3

დღის ცენტრების ქვეპროგრამა

2,050,824

4

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო ტიპის მომსახურებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

3,542,365

5

მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

99,000

6

ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

109,220

7

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ქვეპროგრამა

540,000

8

შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა

261,105

9

დასვენება-გაჯანსაღებისა და საკურორტო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

94,476

10

ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა

656,700

10.1

დადგენილების №1.10 დანართის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის

626,700

10.2

დადგენილების №1.10 დანართის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის

30,000

11

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

40,000

12

გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა

86,400

13

ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა

108,000

14

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

2,728,600

14.1

სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი

196,000

14.2

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი

363,400

 

14.3

სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი

487,700

14.4

კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი

1,681,500

15

პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა

39,000

16

ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

16,000.“.

2. №1.4 დანართის (მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო ტიპის მომსახურებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა):

ა) მე‑4 მუხლის მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, ამავე დადგენილების მე‑3 მუხლის მე‑3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში 2011 წლის განმავლობაში ამოქმედებული ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლების მიმართ, რომელთა მიერ მომსახურების მიწოდება იწყება თვის 10 რიცხვის შემდგომ. ასეთ შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლისათვის ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გაცემას სააგენტო უზრუნველყოფს მომსახურების დაწყებისთანავე.“;

ბ) მე‑4 მუხლის მე‑5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ქვეპროგრამით განსაზღვრული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსათვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში 2011 წლის განმავლობაში ამოქმედებული ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლების მიმართ, რომელთა მიერ მომსახურების მიწოდება იწყება თვის 10 რიცხვის შემდგომ. ასეთ შემთხვევაში ვაუჩერის ტალონი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების დაწყების მომდევნო თვის 5 რიცხვამდე წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ანაზღაურდება მომსახურების დაწყების მომდევნო თვის ბოლომდე.“;

გ) მე‑4 მუხლის მე‑7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონზე დღიური დაფინანსების ოდენობა შეადგენს 2011 წლის 1 მარტამდე – 12,5 ლარს, ხოლო 2011 წლის 1 მარტიდან – 15 ლარს. თვეში ასანაზღაურებელი თანხა ერთ ტალონზე გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე. ამასთან, ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში 2011 წლის განმავლობაში ამოქმედებული ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლების შემთხვევაში მომსახურების მიწოდების დაწყების თვეში ასანაზღაურებელი თანხა ერთ ტალონზე გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით ამ თვეში მომსახურების დღეთა რაოდენობაზე.“.

 3. №1.11 დანართის (მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა) მე‑3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს მიეკუთვნება მეორე მსოფლიო ომის არა უმეტეს 160 ვეტერანი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის (შემდგომში – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი) მიერ წარმოებულ საინფორმაციო ბაზაში.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 21 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                           ნ. გილაური