დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 430 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111125008, 25/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.016590 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №430
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი №458) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე‑16 მუხლის 11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მე‑6 მუხლის მე‑3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტერიტორიულ ერთეულებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესის გამოყენებით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები