„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 429
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111125007, 25/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016589
  • Word
429
18/11/2011
ვებგვერდი, 111125007, 25/11/2011
040030000.10.003.016589
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 429

2011 წლის 18 ნოემბერი

. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №92 დადგენილებით (სსმ, 65, 11/05/2007) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:

1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სააგენტოში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო სამსახური;

გ) იურიდიული სამსახური;

დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური;

ე) ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და სტატისტიკის სამსახური;

ვ) ანალიტიკური ჯგუფი.“.

2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული რეგლამენტით, ხოლო პერსონალის მართვის საკითხები წესრიგდება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                            . გილაური