დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 790 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/03/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 31/03/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.020.000.05.001.000.893 |
საქართველოს კანონი
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი, მუხ. 33) მე-6 მუხლის პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ამასთან, მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით, არა უმეტეს ორი წლის განმავლობაში, თანაბარწილად.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 14 მარტი.
№790–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები