დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/2459 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/11/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111124012, 24/11/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110030.22.024.016125 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/11/2011 - 14/09/2012)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
2011 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს №5063 – IIს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების წესი”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. მატკავა
1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების წესს.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა (შემდგომში – მთავრობა)
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
1. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს დასაბუთებული წინადადების საფუძველზე.
2. სამინისტრო საქართველოს მთავრობისთვის დასაბუთებული წინადადების წარდგენამდე განსაზღვრავს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზების ხელსაყრელ დროს და შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს, ასევე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
3. სამინისტროს დასაბუთებული წინადადება, რომელშიც მოცემულია პრივატიზების ზოგადი პირობები, მათ შორის, პრივატიზების ფორმა, ვადა და სხვა არსებითი პირობები, სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგინება საქართველოს მთავრობას.
4. საქართველოს მთავრობა სამინისტროს დასაბუთებული წინადადების მოწონების შემთხვევაში განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შესახებ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება პრივატიზების პირობები, მათ შორის:
ა) პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული წილების ან აქციების რაოდენობრივი ან პროცენტული მაჩვენებელი ან ამ მაჩვენებლის მაქსიმალური ან/და მინიმალური ზღვარი (ზღვრები);
ბ) წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში – საწყისი საპრივატიზებო საფასური) და ანგარიშსწორების წესი და პირობები;
გ) სამინისტროს დასაბუთებულ წინადადებაში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, პრივატიზების პროცესის დასრულებისათვის საჭირო ძირითადი თარიღები, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადა, წილებზე ან აქციებზე ან სერტიფიკატებით წარმოდგენილ აქციებზე საკუთრების უფლების შეძენის სხვა პირობები, რომელთა შესაბამისად სამინისტრო განახორციელებს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზებას და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ქმედებებს.
5. საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამინისტროს ენიჭება პრივატიზების კონკრეტული პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.
6. სერტიფიკატით წარმოდგენილი აქციების პრივატიზების საკითხზე საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიძლება დადგინდეს სერტიფიკატით წარმოდგენილი აქციების მიმართ ხმის უფლებასთან ან სხვა უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა ან ვალდებულება (მათ შორის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ საკითხებზე საზოგადოების წინასწარ ინფორმირების ვალდებულება).
7. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ შესაბამისი ხელშეკრულება/ ხელშეკრულებები იდება, საპრივატიზებო საფასური გადაიხდება და მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.“.
დოკუმენტის კომენტარები