დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 931 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111124009, 24/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016065 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №931
2011 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანებით (სსმ III, 28.03.2008, №47, მუხლი 533) დამტკიცებულ №2 დანართს დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით:
,, შენიშვნა:
ამ დანართით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მოსამსახურეთათვის დამტკიცებული დამატებითი საველე სანივთე ქონებით უზრუნველყოფა გავრცელდეს დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებზე და სამოქალაქო პირებზე, რომელთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფაზე დეპარტამენტის დანაყოფების უფლებამოსილი პირების არგუმენტირებული პატაკის საფუძველზე გამოცემულია დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.“ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები