„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/11/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111124007, 25/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.108.016070
  • Word
50
18/11/2011
ვებგვერდი, 111124007, 25/11/2011
240120100.35.108.016070
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. სენაკი

 „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 აგვისტოს 44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 1. „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 აგვისტოს №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 01/09/2011 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე წესი (დანართი №1) (შემდგომში – წესი) მე-4 მუხლის პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ამ წესის მიზნებისთვის ამ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:;

 ) წესის მე-5 მულხის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტებზე სარეკლამო საშუალებების განთავსების ნებართვის მოპოვება ხორციელდება აუქციონის წესით.“;

 გ) წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 6. სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტებზე სარეკლამო საშუალებების განთავსების ნებართვის მოპოვების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში მინიმალური (საწყისი) ფასის ოდენობა განისაზღვრება:

 ა) სენაკის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ზონაში (თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გასწვრივ) განსათავსებელი სარეკლამო საშუალების 1 მ2-ზე 12 ლარით;

 ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის შუალედურ ზონაში განსათავსებელი სარეკლამო საშუალების           1 მ2-ზე 9 ლარით;

 გ) სენაკის მუნიციპალიტეტის პერიფერიულ ზონაში განსათავსებელი სარეკლამო საშუალების       1 მ2-ზე 6 ლარით.“;

 დ) წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 4. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას ბე უკან არ უბრუნდება. აუქციონში გამარჯვებულ პირს ნებართვის გაცემის შემთხვევაში ბე ეთვლება გადასახდელ თანხაში. ბეს სახით გადახდილი თანხა პირებს უკან უბრუნდება, თუ მათ ვერ გაიმარჯვეს აუქციონში ან თუ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიზეზით არ იქნა გაცემული სათანადო ნებართვა.“;

 ) წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიის თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 ა) სააუქციონო კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი;

 ბ) სანებართვო წინადადებები, მათ შორის, სარეკლამო საშუალებების ესკიზი დალუქული კონვერტით;

 გ) ბეს შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 ე) წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობისას, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა და რწმუნებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 ვ) აუქციონში მონაწილეობის ბილეთის გადახდის ქვითარი, რაც შეადგენს 50 ლარს.“;

 ) წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული, ძალაში არსებული ამონაწერი;“;

 ) ამოღებულ იქნეს წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი;

 ) ამოღებულ იქნეს წესის III თავი;

 ) წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 5. გარე რეკლამის გამავრცელებლები „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ვალდებულნი არიან სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამის სამსახურებს, რომლებსაც ევალებათ რეკლამის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი, ამ უკანასკნელთა მოთხოვნით დროულად წარუდგინონ უტყუარი საბუთები, წერილობითი ახსნა-განმარტებები და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის.“.

 ) დადგენილების მეორე პუნქტით დამტკიცებული სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა“ (დანართი 2) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

 2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე             ბ. ნარმანია

 

 


დანართი №2

 

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება)

 

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების

სანებართვო მოწმობა

 

(ნებართვის ნომერი)

 

ნებართვა გაცემულია 201––– წლის –––– –––––––––––––– . ნებართვა მოქმედებს 201––– წლის –––– –––––––––––––

                                                                         (წელი, რიცხვი, თვე)                                                                           (წელი, რიცხვი, თვე)

 

ნებართვის მფლობელი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და

მისი სახელწოდება)

 

 გარე რეკლამის განთავსების ადგილმდებარეობა (მისამართი): ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

  მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

      

 

 სენაკის მუნიციპალიტეტის

 გამგებლის ხელმოწერა

      

 

 ბ.ა.