„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 774
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/03/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.000.891
  • Word
774
02/03/2001
სსმ, 6, 20/03/2001
240.000.000.05.001.000.891
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №21-22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 48-ე მუხლის:

ა) ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად;

ბ) პირველ პუნქტს პირველი წინადადების შემდეგ დაემატოს წინადადება: „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფოს წილი 50%-ზე მეტია, ამასთან საწესდებო კაპიტალის ოდენობა აღემატება 30000 ლარს და თანხების წლიური ბრუნვის ოდენობა – 100000 ლარს, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა.“;

გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. საწესდებო კაპიტალის 20%-ის მფლობელის (მფლობელების) მოთხოვნით სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა.“.

2. 55-ე მუხლის პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს წინადადება:

„საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 20%-ის მფლობელს (მფლობელებს) უფლება აქვს სამეთვალყურეო საბჭოში ჰყავდეს სულ მცირე ერთი წარმომადგენელი.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 2 მარტი.

№774–IIს