„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111122017, 22/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.016586
  • Word
426
18/11/2011
ვებგვერდი, 111122017, 22/11/2011
380050000.10.003.016586
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 426

2011 წლის 18 ნოემბერი

. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის 266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის 266 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 07/07/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. გარდამავალი დებულებები

1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიის მფლობელებმა, რომლებიც ახორციელებენ მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვებას, უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულება 2012 წლის 1 თებერვლამდე.

2. მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვების აღრიცხვის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური