დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111122010, 22/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430190000.22.022.016228 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №191/ნ
2011 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №46/ნ ბრძანებით (ვებ პორტალი, 110407027, 07.04.2011) დამტკიცებულ ,,მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესსა და პირობებში” შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 16. საბოლოო შედეგები
1. საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ტესტირება.
2. ცენტრის მიერ მიწოდებულ მასწავლებელთა შესაბამისი სიის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მასწავლებელთა შესაბამისი სიის მიღებიდან 10 დღის ვადაში მტკიცდება და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეიყვანება იმ პირთა მონაცემები:
ა) რომლებმაც მოიპოვეს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის - ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ) რომლებიც განეკუთვნებიან შესაბამის მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის – ცოდნის დამადასტურებელი სასერტიფიკაციო გამოცდის საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და 3 დღის ვადაში იგზავნება სამინისტროში.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები