აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნავსადგურებში გემების მიმოსვლის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნავსადგურებში გემების მიმოსვლის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 328
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/05/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24(31), 23/05/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 27/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 310040000.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
328
19/05/1999
სსმ, 24(31), 23/05/1999
310040000.05.002.000001
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნავსადგურებში გემების მიმოსვლის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (23/05/1999 - 22/07/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 328

1999 წლის 19 მაისი

ქ.თბილისი

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნავსადგურებში გემების მიმოსვლის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნავსადგურებში გემების მიმოსვლის თანდართული დროებითი წესი.

2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ.ჩხეიძე) საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად (თ.მაღლაკელიძე) უზრუნველყოს აღნიშნული წესის შესრულება.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი) აცნობოს დადგენილი დროებითი წესი საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებსა და დაინტერესებულ ქვეყნებს.

ე.შევარდნაძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნავსადგურებში გემების მიმოსვლის დროებითი წესი

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნავსადგურებში უცხოეთიდან შემავალი გემების მფლობელები, ტვირთის გამომგზავნი ორგანიზაციები ან კერძო პირები გემისა და ტვირთის გამოგზავნის შესახებ შეტყობინებას შესათანხმებლად უგზავნიან საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობებს (საელჩოებს, საკონსულოებს). შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, სხვა ნიშნები, ტვირთის ძირითადი სახეობა და დანიშნულება, შემოსვლისა და გასვლის ადგილი და დრო.

2. აფხაზეთის ნავსადგურებში შესვლამდე გემების შემოწმება (საზღვრის გახსნა და დახურვა) მოხდება ფოთის ნავსადგურის გარე რეიდზე განსაზღვრულ კოორდინატებში:

ა) ტანკერების შემოწმება:

421124.0 ჩ.გ. 413527.6 ა.გ.

421200.0 ჩ.გ. 413551.0 ა.გ.

421112.0 ჩ.გ. 413752.8 ა.გ.

421047.4 ჩ.გ. 413757.0 ა.გ.

421036.0 ჩ.გ. 413734.8 ა.გ.

ბ) მშრალტვირთიანი გემების შემოწმება:

420856.4 ჩ.გ. 413548.0 ა.გ.

421021.0 ჩ.გ. 413548.0 ა.გ.

420948.0 ჩ.გ. 413716.8 ა.გ.

420856.4 ჩ.გ. 413721.0 ა.გ.

3. სააგენტო ფირმამ უცხოეთისა და საქართველოს სანაოსნოს კუთვნილი საერთაშორისო ნაოსნობის გემების საქართველოს ნავსადგურში შემოსვლა საკონტროლო-გამტარ პუნქტს უნდა შეატყობინოს 72 (სამოცდათორმეტი) საათით ადრე და აუცილებლად დაადასტუროს 48 (ორმოცდარვა) და 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე, ხოლო გემის ნავსადგურში შესვლამდე არა უგვიანეს 2 (ორი) საათისა საკონტროლო-გამტარი პუნქტის მორიგეს წარუდგინოს გემის ეკიპაჟის განრიგი დადგენილი წესით და ოფიციალური შეკვეთა კომისიის დაწყებაზე (თუ გემს ტექნიკური მიზეზების გამო არ შეუძლია წარმოადგინოს დადგენილი წესით ეკიპაჟის განრიგი, გამონაკლისის სახით დასაშვებია აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა კომისიის მოწყობისას).

4. თუ საზღვაო გადასვლის ხანგრძლივობა შეადგენს 48 ან 24 საათზე ნაკლებ დროს, გემის კაპიტანმა საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისას საკონტროლო-გამტარ პუნქტ „ფოთს” 30 წუთის შემდეგ აუცილებლად უნდა აცნობოს მისი წინა ნავსადგურიდან გამოსვლა.

5. საქართველოს პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ საზღვაო რაიონში ნაოსნობისას გემების კაპიტნებმა უნდა იხელმძღვანელონ საზღვაო ადმინისტრაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალების 1997 წლის 22 დეკემბრის N 20 \მ ერთობლივი ბრძანებით: „ნაოსნობის რეჟიმი საქართველოს პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ საზღვაო რაიონში”.

6. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) „საერთაშორისო მოსახერხებელი პირობების შექმნის შესახებ 1965 წლის კონვენციის” ცირკულარის FAL.2\CIRC.47\Rev. 1.21.10. თანახმად, თავისუფალი პრაქტიკის გაფორმებისას გემების კაპიტნებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისას:

გემის დოკუმენტები (SHIP’S DOCUMENTS FOR INSPECTION)

გენერალური დეკლარაცია (GENERAL DECLARATION) - 1 ეგზ.

ტვირთის მანიფესტი (CARGO MANIFEST) – 3 ეგზ.

გემის მარაგის სია (SHIP’S STORY LIST) – 3 ეგზ.

გემის პროვიზიის სია (SHIP’S PROVISION LIST) – 3 ეგზ.

ეკიპაჟის წევრთა პირადი ნივთების (ქონების) სია (CREW MEMBER,S PERSONAL EFFECTS) – 4 ეგზ.

გემის ეკიპაჟის როლი (CREW LIST) – 5 ეგზ.

მგზავრთა სია (PASSENGER LIST) – 3 ეგზ.

ეკიპაჟის წევრთა აცრების სია (LIST OF VACCINATION) – 1 ეგზ.

დერატიზაციის სერტიფიკატი (DERAT CERTIFICATE) – 1 ეგზ.

კონოსამენტი (BILL OF) – 6 ეგზ.

გემის დატვირთვის და გადმოტვირთვის გეგმა (CARGO PLAN) – 3 ეგზ.

ბოლო ნავსადგურის დოკუმენტები (PORT CLEARANCE FROM LAST PORT) – 1 ეგზ.

იარაღისა და ტყვია-წამლის სია (ARMS AND AMMUNITION LIST)

კაპიტნის დეკლარაცია (CAPTAIN’S DECLARATION) – 2 ეგზ.

ბ) საქართველოს ნავსადგურებიდან საზღვაო ზონაში გასვლისას გემის კაპიტანმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული დოკუმენტები, გარდა ეკიპაჟის წევრთა პირადი ნივთების (ქონების) სიისა.

7. სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ საზღვრის გახსნასა და დახურვას ახდენს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტი „ფოთი”.