დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის №5/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/7 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111121025, 25/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.157.016066 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14/7
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. თეთრიწყარო
,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის №5/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის №5/4 დადგენილებით („საკანონმდებლო მაცნის“ ვებპორტალი, 110414020,18.04.2011) დამტკიცებული დანართი 1, თავი I-ის მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2.
საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებილის ოდენობა:
ა) ახალაშენებული ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის, განისაზღვროს ერთი ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – ხუთი ლარით;
ბ) დემონტაჟს დაქვემდებარებული ობიექტის ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის, განისაზღვროს ერთი ლარით“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები