დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 741 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111121020, 21/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120090000.08.002.016364 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №741
2011 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულების (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ.1251) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საინფორმაციო პოლიტიკის შესაბამისად შეისწავლის, გეგმავს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას (კონტროლს) უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის უზრუნველყოფას კავშირგაბმულობითა და ინფორმაციული სისტემებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობაში ნერგავს მართვის ავტომატიზებულ სისტემებს და უზრუნველყოფს მათ შემდგომ განვითარებას; ორგანიზებას უწევს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების მუდმივი მზადყოფნის შენარჩუნებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ქვედანაყოფებში; უზრუნველყოფს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების თავსებადობას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო) და მისი სტანდარტიზებული დოკუმენტების მოთხოვნების რეალიზაციას შეიარაღებულ ძალებში;“;
ბ.ბ) „თ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები