დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობების დელეგაციებს შორის | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111121017, 25/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016062 |
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობების დელეგაციებს შორის
შვეიცარიამ გაითვალისწინა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობების თხოვნის ნოტა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის ზედამხედველობის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, წარმოადგენდეს მესამე ნეიტრალურ სახელმწიფოს, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმებით.
შვეიცარია იღებს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის ზედამხედველობის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და აცხადებს თავისი მზადყოფნის შესახებ შეასრულოს შეთანხმებით განსაზღვრული მესამე ნეიტრალური სახელმწიფოს როლი.
|
საქართველოს მთავრობის დელეგაციის სახელით
|
შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის დელეგაციის სახელით
|
შესრულებულია ქ. ჟენევაში, 2011 წლის 9 ნოემბერს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები