,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 738
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111118008, 18/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 300390000.08.002.016362
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
738
17/11/2011
ვებგვერდი, 111118008, 18/11/2011
300390000.08.002.016362
,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (18/11/2011 - 06/12/2011)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 738

 2011 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის                      №408 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2002 წ., №99) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი დამტკიცებული საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხის პრეამბულის პირველი და მე-2 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

– №1 დანართში მუქად მონიშნულ გრაფებში აღნიშნული პროდუქცია ექვემდებარება საექსპორტო კონტროლს და მათ ექსპორტსა და რეექსპორტზე ნებართვებს გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური.

– №2 დანართში მუქად მონიშნული პროდუქციის ექსპორტზე, იმპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური ნებართვებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“;        

ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი დამტკიცებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო ნებართვის ფორმა ამოღებულ იქნეს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ერთი კვირაში უზრუნველყონ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი