„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიღების თარიღი 17/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111117016, 17/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.21.014.016027
  • Word
20
17/11/2011
ვებგვერდი, 111117016, 17/11/2011
010240060.21.014.016027
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება 20

2011 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში (სსმ III, 30.11.2010, №156, მუხ. 2213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი  №1 და №2).“.

2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჩივარი სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო განცხადებაში არსებული შესაბამისი სისტემური ღილაკის მეშვეობით. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს დანართ  №1-ით დამტკიცებული ფორმით და დანართი 2–ის შესაბამისად.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს მე–5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ იგი საბჭოს სხდომაში არასაპატიო მიზეზით სამჯერ არ მიიღებს მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში საბჭოს შემადგენლობის შევსება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.“.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჩივრის დასაშვებობის დადგენის მიზნით, განიხილავს სააგენტოში შემოსულ საჩივრისა და თანდართული მასალების შესაბამისობას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება მომჩივანს კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით (ელ.ფოსტა, ტელეფონი, მოკლე ტექსტური შეტყობინება). აღნიშნული გადაწყვეტილება განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად გაგზავნილად ჩაითვლება მისი ვებგვერდზე განთავსებისთანავე;“.

5. დანართი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

dispute_20111117_1.jpg

კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაუცველად წარმოდგენილი საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი და არ დაექვემდებარება განხილვას.

6. ბრძანებას დაემატოს დანართი 2 შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

tender_20111117_2.jpg

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ტ. ურჯუმელაშვილი