დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „გაერთიანებული ტელეკომის აქციონერებს“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | კომპანია „ბლეკ სი ტელეკომ ჰოლდინგ ბი.ვი“ |
| მიღების თარიღი | 17/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111117015, 18/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
კომპანია „ბლეკ სი ტელეკომ ჰოლდინგ ბი.ვი“-ის განცხადება „გაერთიანებული ტელეკომის“ აქციების გამოსყიდვის შესახებ
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ (ს/კ 203837875), აქციათა 95%-ზე მეტის მესაკუთრე – კომპანია „ბლეკ სი ტელეკომ ჰოლდინგ ბი.ვი” აცხადებს, რომ განზრახული აქვს ისარგებლოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის უფლებით და გამოისყიდოს დარჩენილი აქციების „გაერთიანებული ტელეკომის“ სხვა აქციონერებისგან.
კომპანია „ბლეკ სი ტელეკომ ჰოლდინგ ბი.ვი” აქციებს გამოისყიდის საქართველოს კანონმდებლობით („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით) გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სამართლიან ფასად.
სასამართლოს გარეშე აქციების მიყიდვის სურვილის არსებობის შემთხვევაში, კომპანია „ბლეკ სი ტელეკომ ჰოლდინგ ბი.ვი” თანახმაა თითო აქციაში გადაიხადოს 0,12 (თორმეტი თეთრი) ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ კომპანია „ბლეკ სი ტელეკომ ჰოლდინგ ბი.ვი”-ის ადმინისტრაციას, მის: ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. 95, ტელ: 2 100 000 (შიდა 10 41 – დათო ცქიფურიშვილი).
კომპანია „ბლეკ სი ტელეკომ ჰოლდინგ ბი.ვი”
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები