„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 189/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111116012, 17/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016226
  • Word
189/ნ
16/11/2011
ვებგვერდი, 111116012, 17/11/2011
040030000.22.022.016226
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 189/ნ

2011 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართ №1-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-17 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საშტატო განრიგის (რომელიც შეიძლება შედგებოდეს შემდეგი საშტატო ერთეულებისგან: დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ბუღალტერი; ბიბლიოთეკარი; საქმისმწარმოებელი; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; საინფორმაციო მენეჯერი; ადმინისტრატორი (თუ სკოლის ბალანსზე ირიცხება ერთ შენობაზე მეტი); ფსიქოლოგი; სპეციალური პედაგოგი; ინკლუზიური განათლების კოორდინატორი (თუ სკოლა ჩართულია პროგრამა ,,ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლაში’’); მასწავლებელი. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების დანართი 4-ით და დანართი 6-ით გათვალისწინებული საჯარო სკოლების და ლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის საშტატო განრიგი შეიძლება შედგებოდეს სხვა საშტატო ერთეულებისგან) და ხელფასის ფონდის განსაზღვრა.”

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი . სეფერთელაძე