დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „ბათუმის ავტოსადგური“ |
| მიღების თარიღი | 16/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111116002, 16/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ 2011 წლის 6 დეკემბერს, დღის 14 საათზე, ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №1-ში, ჩატარდება სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგურის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 245415242) აქციონერთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევნები;
2. სხვადასხვა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.2 მუხლის შესაბამისად, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან: სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული .
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი მოთხოვნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
სააქციო საზოგადოება ,,ბათუმის ავტოსადგურის“
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. გვარიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები