„სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის N21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის N21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111115009, 18/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 410040000.22.023.016092
  • Word
39
14/11/2011
ვებგვერდი, 111115009, 18/11/2011
410040000.22.023.016092
„სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის N21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №39

2011 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის 21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის 21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 111019012, 21.10.2011) ამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანხმობას სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებაზე გასცემს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო (შემდგომშისამინისტრო), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა ხორციელდება თევზჭერის ლიცენზიიდან გამომდინარე, – თანხმობა გაიცემა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომშისააგენტო) მიერ. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებულმა პირმა,  გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თევზჭერის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა, უნდა წარმოადგინოს დაგეგმილ თევზჭერასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სადაც მოცემული იქნება:

ა) მონაცემები სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებული პირის შესახებ;

ბ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის მიზნები, ამოცანები და სამიზნე ობიექტები (თევზის და/ან სხვა ჰიდრობიონტის ქართული და ლათინური სახელწოდებები);

გ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით მოსაპოვებელი თევზის და/ან სხვა ჰიდრობიონტის მაქსიმალური ოდენობა, შესაბამისი დასაბუთებით;

დ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელების კონკრეტული ვადები, შესაბამისი დასაბუთებით;

ე) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელების ადგილი (წყალსატევის დასახელება, თევზჭერის ადგილის კოორდინატების ან სახმელეთო ორიენტირების მითითებით), შესაბამისი დასაბუთებით;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის გამოსაყენებელი საჭირო მცურავი საშუალებების, თევზჭერის საშუალებებისა და ხერხების დეტალური აღწერა, შესაბამისი დასაბუთებით.

2. სააგენტოს მიერ ინიციირებული თევზჭერის განმახორციელებელ პირს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა შეუძლია განახორციელოს თანხმობის გარეშე..

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში  თანხმობის გამცემ შესაბამის ორგანოში წარადგინოს ანგარიში სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის  შედეგების შესახებ და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალი (დანართი)..

3. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, აგრეთვე ამ წესის დანართით დამტკიცებული სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა შესაძლებელია გახდეს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შეწყვეტის საფუძველი, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაღვრული შესაბამისი ორგანო.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხაჩიძე