აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

  • Word
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „თელასი“
მიღების თარიღი 15/11/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111115002, 15/11/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
15/11/2011
ვებგვერდი, 111115002, 15/11/2011
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
სს „თელასი“

განცხადება

სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

სს „თელასი“ (აქ და შემდგომ – საზოგადოება) გაცნობებთ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად).

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების თარიღია – 2011 წლის 06 დეკემბერი.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დროა – 14 საათი და 30 წუთი ადგილობრივი დროით.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილია – საქართველო, თბილისი, ვანის ქ. № 3.

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა – 14 საათი და 00 წუთი ადგილობრივი დროით.

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია განხორიციელდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილზე.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების სააღრიცხვო დღეა – 2011 წლის 17 ნოემბერი.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც გააჩნიათ საზოგადოების აქციებზე საკუთრების უფლება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღის – 2011 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით.

 

დღის წესრიგი:

საკითხი 1. 2010 წლის შედეგების მიხედვით საზოგადოების მოგების (მათ შორის, დივიდენდების განაწილების) და ზარალის განაწილების შესახებ.

საკითხი 2. სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა, სრული შემადგენლობით, უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტის შესახებ.

საკითხი 3. სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა, არჩევის შესახებ ახალი შემადგენლობით.

საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მასალებს გაეცნონ 2011 წლის 17 ნოემბრიდან 2011 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვანის ქ. №3.