„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 423
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111114034, 14/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016583
  • Word
423
10/11/2011
ვებგვერდი, 111114034, 14/11/2011
010240030.10.003.016583
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 423

2011 წლის 10 ნოემბერი

. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

დ) სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი;“.

2. მე-9 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის შემუშავება, გატარება, კოორდინაცია, მართვა და მონიტორინგის განხორციელება; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტების და სტანდარტების შემუშავების ინიცირება, ორგანიზება, ანალიზი, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი; ტრანსსასაზღვრო, ქვეყნის, რეგიონული და ადგილობრივი დონეების სივრითი დაგეგმარების მარეგულირებელი დოკუმენტების პროექტების ინიცირება, ორგანიზება, კოორდინირება, შეთანხმება და შესრულების მონიტორინგი; ქვეყნის შიდა ტერიტორიის ფიზიკური განვითარებისა და სივრცითი დაგეგმარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიების განსაზღვრა; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა, სამშენებლო და სივრცითი დაგეგმარების კუთხით პროგრამების და პროექტების ინიცირება, შემუშავება, კოორდინაცია, მონიტორინგი დ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავების ორგანიზება და შეთანხმება; სარეკრეაციო ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება; ქვეყნის მასშტაბით მიწის მართვის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; სივრცითი დაგეგმარების ამოცანების განსახორციელებლად მეთოდოლოგიის შემუშავება დეპარტამენტის ან მასთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის ხელშეწყობა დამგეგმარებელი ჯგუფ(ებ)ის ჩამოყალიბებაში, მათი კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი; ქვეყნის მასშტაბით სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების განვითარების წლიური ანგარიშის მომზადება და გამოქვეყნება; საცხოვრისის მდგომარეობის გაუჯობესების მიზნით სათანადო კვლევების საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; საცხოვრისი სექტორის მახასიათებლების შედგენა; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში საზოგადოების და ბიზნესსექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში საგანმანათლებლო, მათ შორის, სპეციალისტების გადამზადების პროცესის ხელშეწყობა და ამ სფეროს სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის რეგულირებაში მონაწილეობა; განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარებისათვის სპეციალისტების კანდიდატურების განხილვა, შეთანხმება, ექსპერტთა ერთიანი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა; სამშენებლო საქმიანობის სფეროში თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით ახალი ტექნოლოგიების, საშენი მასალების წარმოების განვითარების და დანერგვის ხელშეწყობა; ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის სფეროს განვითარების მონაცემთა ბაზის წარმოება, წლიური ანგარიშების მომზადება; სამშენებლო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება და გამოცდილების დანერგვა; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და განვითარება;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერმინისტრი ნ. გილაური