დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 421 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111114032, 14/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016581 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №421
2011 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 110608009, 08/06/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ კაპიტალიდან მისი შვილობილი საწარმოს – შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრის“ ამოღება და ფონდის კაპიტალში ინვესტირება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრის“ სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები