„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 31.06.1262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 11/11/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111114026, 18/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 300330000.37.101.016085
  • Word
31.06.1262
11/11/2011
ვებგვერდი, 111114026, 18/11/2011
300330000.37.101.016085
„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №31.0 6.12 62

2011 წლი 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2  და M3  კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2  და M3  კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილებაში (სსმ V, 2010 წ., №58, მუხ. 1777) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს           №1-1/1568 ბრძანების, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1559 ბრძანებისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №11-71 გადაწყვეტილების შესაბამისად,“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” და „თ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში იყოლიოს საკონკურსო განცხადებით დადგენილი ლოტისათვის განსაზღვრული ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების მაქსიმალური რაოდენობა; ”;

„თ) მომსახურების განხორციელებისას ავტობუსების შენახვა -ექსპლუატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების მიზნით უზრუნველყოს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებით, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მე-13 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 41-ე მუხლის მე-7 პუნქტით და მე-8 პუნქტის , „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობის საქართველოს ნორმატიული აქტებით მიღებულ ნორმებთან სტაბილური შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით დაიცვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1566 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ,,ავტოსატრანსპოტო საშუალებების სერვისის წესი“; ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილებების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაცვა, მიუხედავად ნორმატიული აქტის დასახელებისა და მუხლისა, სადაც იქნება გათვალისწინებული აღნიშნული პირობები;”.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  ქ. თბილისის მერი  გ. უგულავა