განჩინება - ს.ს. ,,ქუთაისის ავტოქარხანა“-ს გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას საბოლოო ანგარიშის (მოხსენების) შემოწმების, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2/324
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/10/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111114004, 14/11/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/324
28/10/2011
ვებგვერდი, 111114004, 14/11/2011
განჩინება - ს.ს. ,,ქუთაისის ავტოქარხანა“-ს გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას საბოლოო ანგარიშის (მოხსენების) შემოწმების, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

სს ,,ქუთაისის ავტოქარხანის” გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას საბოლოო ანგარიშის (მოხსენების) შემოწმების, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

2011 წლი 28 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე სს ,,ქუთაისის ავტოქარხანგაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას, უზრუნველყოფილი კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მარინე ხურციძის მონაწილეობით განიხილა გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას საბოლოო ანგარიში (მოხსენება) სს ,,ქუთაისის ავტოქარხან მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ 

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-5, მე-6, მე-7, მე-8, 42-ე, 56-ე, 38-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,ქუთაისის ავტოქარხანგაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშის საფუძველზე  სს ,,ქუთაისის ავტოქარხან(ს/ნ 212677888) გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდეს დასრულებულად.

2. სს ,,ქუთაისის ავტოქარხან(ს/ნ 212677888) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს).

3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).

მოსამართლე                        გ. აბუსერიძე