დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111114003, 14/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016039 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/11/2011 - 29/12/2015)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2011 წლის 11 ნოემბერი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დადგენის შესახებ
,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის’’ 69-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად , მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1 . მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ხარჯვა მოხდეს ისეთ ღონისძიებებზე, რომელთა გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს, სახელდობრ:
ა) კატასტროფის, სტიქიური უბედურების (მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, მეწყერი, ხანძარი, ელჭექი და ა.შ.) შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად ;
ბ) გეგმით გაუთვალისწინებელი და გადაუდებელი სანიტარ იულ-ეპიდემიოლოგიური შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განსახორციელებლად.
მუხლი 2. სარეზერვო ფონდის განკარგვა განახორციელოს მესტიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ დადგენილების შესაბამისად, შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე.
მუხლი 3. სარეზერვო ფონდიდან არ შეიძლება დაფინანსებულ იქნ ეს ისეთი ხარჯები , როგორიცაა : ბიუჯეტის შედგენის პროცესში მოქმედი მხარჯავი სუბიექტებისა და ღონისძიებების გეგმური დანახარჯები.
მუხლი 4 . დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები