დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
”სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/2318 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/11/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111111001, 14/11/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 13/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.22.024.016121 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2318
2011 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში (სსმ III, 29.12.2010 წ., №170, მუხ. 2451) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად”.
3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულება.”.
4. ბრძანდებით დამტკიცებულ „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების”:
ა)სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულება”.
ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დებულება განსაზღვრავს იმ საწარმოების ლიკვიდაციის წესს, რომელთა 50%-ზე მეტს ფლობს სახელმიწოფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.”.
ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე იღებს პარტნიორთა (აქციონერთა) საერთო კრება, სადაც სახელმწიფოს (პარტნიორს) წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,საწარმოთა მართვის სააგენტო” (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ადგილობრივი თვითმმართვლობას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანო/დაწესებულება (შემდგომში – ორგანო/დაწესებულება).”.
გ) მე-2 მუხლის
გ.ა) მე-5 პუნქტის
გ.ა.ა) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სალიკვიდაციო საწარმოს ქონება ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში შეაფასოს ექსპერტის ან/და სერტიფიცირებული აუდიტორის მეშვეობით, რომლის გასამრჯელოს აანაზღაურებს საწარმო. აუდიტორის ან/და ექსპერტის კანდიდატურა და მისი გასამრჯელოს ოდენობა შეთანხმებულ უნდა იქნეს სააგენტოსთან/ორგანოსთან/დაწესებულებასთან;”.
გ.ა.ბ) „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საჭიროების შემთხვევაში და სააგენტოს/ორგანოს/დაწესებულების თანხმობით ჩაერთოს ახალ გარიგებებში;”.
გ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ლიკვიდატორი საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში სააგენტოს/ორგანოს/დაწესებულებას შესათანხმებლად წარუდგენს საწარმოს ლიკვიდაციის გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) საწარმოს სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და მის საბანკო ანგარიშს;
ბ) საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას, ვალის მოცულობასა და სტრუქტურას;
გ) საწარმოს აქტივების მოცულობასა და სტრუქტურას;
დ) დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასატარებელ ღონისძიებებს;
ე) კრედიტორული დავალიანების დასაფარად გასატარებელ ღონისძიებებს;
ვ) კრედიტორთა მოთხოვნების ცნობისა და უარყოფის შესახებ;
ზ) პირობებს, ქონების საბაზრო ღირებულებასა და ფორმებს, რომელთა მიხედვითაც მოხდება ქონების გაყიდვა;
თ) საწარმოს ლიკვიდაციისას სოციალური შედეგების ასაცილებლად გასატარებელ ღონისძიებებს;
ი) კრედიტორებთან ანგარიშსწორების წესს;
კ) წინადადებებს კრედიტორების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი ფულადი სახსრების განაწილების შესახებ.”.
გ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სააგენტოს/ორგანოს/დაწესებულების წინაშე.”
დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საწარმოს ქონების აუქციონის მოწყობის გარეშე რეალიზაცია ხდება სააგენტოსთან/ორგანოსთან/დაწესებულებასთან შეთანხმებით. სააგენტო აღნიშნულ საკითხს წერილობით ათანხმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან.”
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. კეკელია
დოკუმენტის კომენტარები