დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 20 სექტემბრის №1/131 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 25/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111109024, 11/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/147
2011 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 20 სექტემბრის №1/131 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 20 სექტემბრის №131 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. გურჯაანის რაიონული სასამართლო
1. შეიქმნას გურჯაანის რაიონული სასამართლო.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.
4. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ყვარლის მუნიციპალიტეტში.“.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, წალკისა და ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.“.“.
მუხლი 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 26 ოქტომბრიდან.
საქართველოს იუსტიციის ვ. ცერცვაძე
უმაღლესი საბჭოს მდივანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები