დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/136 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 20/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111109023, 11/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/136
2011 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. "საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ო" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ო) გამოსცემს ბრძანებას მოსამართლის შვებულების, ახალი კალენდარული წლის დაწყებამდე შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანის, შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მოსამართლის შვებულებიდან გამოძახების, მოსამართლის მივლინების, აგრეთვე შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნისას მოსამართლის მიმართ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ;".
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 10 ოქტომბრიდან.
საქართველოს იუსტიციის ვ. ცერცვაძე
უმაღლესი საბჭოს მდივანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები