"მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1/119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 19/07/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111109019, 11/11/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1/119
19/07/2011
ვებგვერდი, 111109019, 11/11/2011
"მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/119              

2011 წლის 19 ივლისი          

ქ. თბილისი

"მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის 1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. "მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის 1/69 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. გადაწყვეტილების:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმით – მანტიით მოსამართლის საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობა განხორციელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.";

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს "მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის 1/211-2007 გადაწყვეტილება 2012 წლის 1 იანვრიდან.".

2. გადაწყვეტილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

"მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმა – მანტია

საქმის სასამართლო განხილვაში მოსამართლე მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით – მანტიით.

მანტია არის სწორი სილუეტის, იატაკიდან 20 სმ-ით დაცილებული. კალთა და ზურგი დამუშავებულია კოკეტკებით, კოკეტკის ქვემოთ კალთაზე თითოეულ მხარეს  სამ-სამი ნაკეცი, ზურგზე შუაში ერთი შემხვედრი ნაკეცი, ხოლო გვერდებზე ორი შემხვედრი და თითო განიერი ნაკეცი.

კალთისა და ზურგის კოკეტკა სახელოს ჩაკერების ადგილას გაფორმებულია 4 სმ-იანი დაგოფრილი დეტალით. სახელო ჩაკერებულინაკეცებით, ერთი შემხვედრი ნაკეცი შუაში და თითო-თითო აქეთ-იქთ. სახელოს ბოლო დამუშავებულია 7 სმ-ის სიგანის მანჟეტით.

მანტია იკვრება ფარული ღილით და ღილკილოთი, საყელო დგარი. მანტიას ახლავს ორი ცალი თეთრი საყელო, რომელიც გაფორმებულია წითელი კანტით. მანტიის საყელო მაგრდება ღილით და ღილკილოთი.

მანტია იკერება აბრეშუმის ტიპის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობაა: 63% პოლიესტერი, 32% ვისკოზა, 5% ელასტინი (ლიკრა). ქსოვა: 26/29 - ქსელი/მისაქსელი. ქსოვილის გრამაჟი: 230 (+/- 5 გრ/მ2) გრ/მ2.

მანტიის ფერია მუქი შავი.".

მუხლი 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 20 ივლისიდან.

საქართველოს იუსტიციის       ვ. ცერცვაძე

უმაღლესი საბჭოს მდივანი