დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი დახმარების საფასურის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 183/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111109013, 11/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016220 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/11/2011 - 11/05/2012)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №183/ნ
2011 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი დახმარების საფასურის დამტკიცების შესახებ
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ,,ა’’, ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების საფასური შემდეგი ოდენობით:
ა) თუ სსიპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს 200 მოსწავლის ჩათვლით , სამართლებრივი დახმარების საფასური თვეში განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით;
ბ) თუ სსიპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს 201-დან 600 მოსწავლის ჩათვლით , სამართლებრივი დახმარების საფასური თვეში განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით;
გ) თუ სსიპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს 601 და მეტი მოსწავლე , სამართლებრივი დახმარების საფასური თვეში განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით;
დ) კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის – სამართლებრივი დახმარების საფასური თვეში განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით.
2. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი სამართლებრივი დახმარების საფასური 250 ლარის ოდენობით .
3 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები