დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №71/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 181/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111109011, 11/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016218 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №181/ნ
2011 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №71/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №71/ნ ბრძანებით (სსმ III, 12.08.2010, №98, მუხ.1464) დამტკიცებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-5 მუხლის ,,ე” და ,,მ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-9 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები