დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 416 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111109003, 09/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016576 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №416
2011 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში (სსმ, №80, 06/07/2010) და ამ დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების:
1. მე-4 მუხლს დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ1) განახორციელოს საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სხვა სახელმწიფოში რეგისტრაციისა და დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები იმ შემთხვევაში, თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის „საქპატენტში“ რეგისტრაციისას განმცხადებელი არის საჯარო ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი;“.
2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „საქპატენტის“ შემოსავლები გამოიყენება მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების, ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული, „საქპატენტის“ მიერ განსახორციელებელი სხვა მიზნების შესასრულებლად.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები