დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილების მინიჭების შესახებ’’ ქ. თბილისის მერის 2011 წლის 18 აპრილის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 08/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მერის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111108013, 09/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.52.101.016042 |
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №32
2011 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილების მინიჭების შესახებ’’ ქ. თბილისის მერის 2011 წლის 18 აპრილის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილების მინიჭების შესახებ’’ ქ. თბილისის მერის 2011 წლის 18 აპრილის №15 ბრძანებაში (სსმ, ვებ პორტალი, 02/05/2011) (შემდგომში-ბრძანება) შევიდეს შედეგი ცვლილება:
ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 მუხლის, 151 1 მუხლის, 152 3 მუხლის, 1536 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 209 3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 234 1 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 242-ე მუხლის 3 1 ნაწილის, 243-ე მუხლის 2 1 ნაწილის, 268-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 273-ე მუხლისა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:’’;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 , 1511, 1523 და 1536 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.’’.
გ) ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 , 1511, 1523 და 1536 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი,’’ (დანართის №1);’’;
2. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 , 1511, და 1523 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში’’ (დანართი1) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 , 1511, 1523 და 1536 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი’’;
ბ) მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საჯარო მოხელე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 , 151 1, 152 3 და 1536 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 55 5, 151 1, 152 3 და 1536 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, მუხლებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5, 151 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა საჯარო მოხელემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 2 1 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.’’;
გ) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5, 151 1, 152 3 და 1536 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის პასუხისმგებელი საჯარო მოხელის ან მოხელეების მიერ.
3. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555, 1511, 1523 და 1536 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში” (შემდგომში – ჟურნალი).’’.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები