საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 412
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111108007, 08/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016572
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
412
04/11/2011
ვებგვერდი, 111108007, 08/11/2011
040030000.10.003.016572
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/11/2011 - 29/07/2013)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 412

2011 წლის 4 ნოემბერი

. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კა­ნონის მე- 13 მუხლის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 201 2 წლის 1 იანვ ­რამ­დე რეორ­განიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არა­კომერციულ) იურიდი­ულ პირად – ივა­ნე ჯავახიშვილის სახელობის თბი­ლისის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სიტეტად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯა­ვა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაით­ვალოს საჯარო სამართლის იუ­რი­დი­უ­ლი პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.

  3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განა­ხორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რე­გის­­ტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ ) იურიდიულ პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებ­ლობით გათ­ვალისწინებული ღონისძიებები.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პი­რის – ივანე ჯა­ვა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამ­ ფუძ­ ­ნებ­­ლად განისაზღვრო სახელმწიფო, რომელსაც წარმო დგენ სა­ქარ­ ­თვე­ ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

  5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – ივანე ჯავა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტისათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური