დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
| მიღების თარიღი | 08/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111108005, 09/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.19.012.016020 |
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №20
2011 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 თებერვლის №2 ბრძანებით (სსმ III, 18.02.2010, №19, მუხ. 215) დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. მონიტორინგს არ ექვემდებარება ამ მუხლით გათვალისწინებული გარიგება, რომელიც სანოტარო წესით არის დამოწმებული; აგრეთვე, ამ მუხლით გათვალისწინებული გარიგება, რომლის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო (მისი ორგანოს სახით) ან თვითმმართველი ერთეულის ორგანოები.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები