სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ

  • Word
სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 698
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111107017, 07/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016351
  • Word
698
07/11/2011
ვებგვერდი, 111107017, 07/11/2011
010340000.08.002.016351
სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №698

2011 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და განვითარების მიზნით:

1. შეიქმნას და სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში დაინერგოს ადამიანური რესურსის მართვისა და საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის  სტანდარტები.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო სამსახურის ბიურომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული სტანდარტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა არა უგვიანეს 2011 წლის 11 ნოემბრისა.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი